მსოფლიო
04/03/2021
SpaceX Starship რაკეტა მიწაზე დაშვებიდან 8 წუთში აფეთქდა
SpaceX-მა Starship-ის ერთ-ერთი პროტოტიპის დაშვება მაღალი სიმაღლის საცდელი ფრენის ბოლოს (განსხვავებით მისი წინამორბედებისგან SN8 და SN9) მოახერხა, თუმცა ამით ამბავი არ დასრულებულა.
კოსმოსური მანქანა მძიმედ დაეცა, ცეცხლი გაუჩნდა და 8 წუთში აფეთქდა.
ამის მიუხედავად, SpaceX-მა წარმატებით შეასრულა ფრენის მანევრები და მოახერხა დაშვება. BBC-ი წერს, რომ ეს ფაქტი კომპანიის მიმართ ნდობას უფრო განამტკიცებს.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ელონ მასკი ამბობს, რომ ახალი 50 მ სიმაღლის Starship-ი ყველაფერს უფრო უკეთესად გააკეთებს.