მსოფლიო
03/02/2021

SpaceX Starship რაკეტა ექსპერიმენტული გაშვების დროს აფეთქდა

Reuters-ის ინფორმაციით საცდელი ფრენისას - SpaceX Starship რაკეტა აფეთქდა.

ინციდენტი ტეხასის შტატში, ექსპერიმენტული გაშვების დროს მოხდა. Starship რაკეტამ მიზნობრივ 10 კილომეტრიან სიმაღლეს მიაღწია და მიუხედავად იმისა, რომ წარმატებით მიფრინავდა, დაბრუნებისთნავე აფეთქდა და წინა საცდელი რაკეტის SN8-ის მსგავსად მარცხი განიცადა.

Starship SN9-ს მილიარდელი ილონ მასკის კერძო კოსმოსური კომპანია აწარმოებს, რომლის მიზანიც ადამიანის ან ტვირთის მთვარეზე და მარსზე გადატანაა. 

Businesspartner