SpaceX პირველ კომერციულ ფრენას 2021 წლის ბოლოს განახორციელებს
CNN-ის ინფორმაციით, SpaceX-ი პირველ კომერციულ ფრენას 2021 წლის ბოლოს განახორციელებს, რომელსაც მეწარმე, ჯარედ ისააკმანი აფინანსებს. მან მისიის ბორტზე კიდევ სამი ადგილი შეიძინა. ადგილები გადაეცემათ წმინდა იუდას ბავშვთა სამეცნიერო საავადმყოფოს წარმომადგენლებს.
"ეს არის მთელი ცხოვრების ოცნების ასრულება და ნაბიჯი მომავლისკენ, რომელშიც ნებისმიერს შეეძლება გაეცნოს და შეისწავლოს ვარსკვლავები," –თქვა ისააკმანმა, რომლის ქონებაც, Forbes-ის შეფასებით, დაახლოებით 2 მილიარდი დოლარია.
SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის არ იქნება Inspiration4-ის მისიაში. სახელწოდებაში 4-იანი ეკიპაჟის წევრების რაოდენობას ასახავს.
SpaceX-სა და NASA-ს იმედი აქვთ, რომ SpaceX-ის ახალი Crew Dragon კოსმოსური ხომალდი უფრო მეტად დააინტერესებს კერძო სექტორის წარმომადგენლებს კოსმოსში მოგზაურობისთვის დიდი თანხის დახარჯვაში, – წერს CNN–ი.