ფოტო:GETTY IMAGES
მსოფლიო
10/05/2021

SpaceX-ი მთვარეზე მისიისთვის კრიპტოვალუტა Dogecoin-ს გამოიყენებს  

ილონ მასკის სარაკეტო კომპანია SpaceX გადახდის საშუალებად კრიპტოვალუტა Dogecoin-ს ირჩევს.

როგორც ტვიტერზე მასკმა დაწერა, მომავალი წლის დასაწყისში "DOGE-1 მისია მთვარეზე" დაიწყებს. 

”ეს მისია მოახდენს კრიპტოვალუტის გამოყენების დემონსტრირებას დედამიწის ორბიტის მიღმა და შექმნის საფუძველს პლანეტარული კომერციისთვის”, - თქვა SpaceX-ის სავაჭრო გაყიდვების ვიცე-პრეზიდენტმა ტომ ოჩინერომ. 

CoinGecko.com–ის თანახმად, ბოლო თვეების განმავლობაში ილონ მასკის ტვიტერებმა ხელი შეუწყო ოდესღაც ბუნდოვანი ციფრული ვალუტის პოპულარიზაციას, რომელიც სოციალურ მედიაში ხუმრობით დაიწყო და ახლა მსოფლიოში სიდიდით მეოთხე კრიპტოვალუტად ითვლება. გასული თვის განმავლობაში მისი ფასი 800% -ზე მეტით გაიზარდა და საერთო საბაზრო ღირებულებამ $70 მლრდ შეადგინა.

დღევანდელ განცხადებამდე, Dogecoin-მა თავისი ფასის მესამედზე მეტი მას შემდეგ დაკარგა, რაც მასკმა მას ”აურზაური” უწოდა, როდესაც იგი შაბათის ღამის პირდაპირ ეთერში კომედიური ესკიზის სატელევიზიო შოუს მასპინძლობდა.

 

Businesspartner