მსოფლიო
01/03/2021

სასამართლომ ნიკოლა სარკოზის 3 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის კორუფციისთვის სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

BBC-ის ცნობით, 66 წლის სარკოზი დამნაშავედ ცნეს მაგისტრატის მოსყიდვის მცდელობისთვის, მონაკოსთვის პრესტიჟული სამსახურის შეთავაზებით, მის პოლიტიკურ პარტიაში სისხლის სამართლის გამოძიების შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ.

მაგისტრატმა, ჟილბერტ აზიბერტმა და სარკოზის ყოფილმა ადვოკატმა, ტიერი ჰერცოგმა იგივე სასჯელი მიიღეს.

სარკოზის ასევე 2012 წლის საპრეზიდენტო კამპანიის თაღლითურად გადაჭარბებაში ადანაშაულებენ, რისთვისაც 17 მარტიდან 15 აპრილამდე ვადაში გაასამართლბენ.

Businesspartner