საერთაშორისო საკრუიზო კომპანიები ჩინურ ბაზარზე ბრუნდებიან
საერთაშორისო საკრუიზო კომპანიები ჩინურ ბაზარზე ბრუნდებიან. კომპანიებში მიიჩნევენ, რომ ეს არის ყველაზე პერსპექტიული გამგზავრების და დანიშნულების ადგილი საერთაშორისო საკრუიზო მოგზაურობებისთვის.
მას შემდეგ, რაც ჩინეთმა გამავალი ჯგუფური ტურების ორგანიზება განაახლა, უცხოური საკრუიზო ჯავშნები მნიშვნელოვნად გაიზარდა.
"ჩვენს პლატფორმაზე ბევრი კლიენტი ირჩევს სინგაპურში გაფრენას და იქედან კრუიზს. ზაფხულის პერიოდში სინგაპურის საკრუიზო ტურები თითქმის გაყიდულია. ზოგიერთმა კლიენტმა არქტიკისა და ანტარქტიდის საკრუიზო ტურები დაჯავშნა წლის ბოლოსთვის და 2024 წლის დასაწყისთვის”- აცხადებს შენჟენში ბაზირებული ტურისტული სააგენტოს Shekou Cruise Terminal-ის აგენტი განგ იე.
ჩინეთში საერთაშორისო კრუიზების უცხოური მარშრუტები უკვე პოპულარობით სარგებლობს. საკრუიზო ინდუსტრიის 2023 წლის ანგარიშის თანახმად, (რომელიც „საკრუიზო ხაზების საერთაშორისო ასოციაციამ“ გამოაქვეყნა) საკრუიზო ბაზარი 2023 წელს ჩართვას 31,5 მილიონ მგზავრს, რაც 2019 წლის დონეს მნიშვნელოვნად აღემატება.
ანგარიშის თანახმად, მოსალოდნელია, რომ 2028 წლამდე გლობალური საკრუიზო სიმძლავრე 19 პროცენტით გაიზრდება, რაც ნიშნავს ზრდას746 000 სტანდარტულ საწოლამდე. 2027 წლისთვის ოკეანეზე გამავალი საკრუიზო მგზავრთა რაოდენობა სავარაუდოდ, 39,5 მილიონს მიაღწევს.
"ჩვენი 22 საკრუიზო გემი მუშაობს მთელს მსოფლიოში, მარშრუტები მოიცავს 180-ზე მეტ ქვეყანასა და რეგიონს. ჩვენი ჯავშნები და ფასები სრულად აღდგა. გაყიდვების თვალსაზრისით, გასული წლის მეორე ნახევარში ჯავშნებმა გადააჭარბა წინა პერიოდს. ბილეთების ფასებიც აღდგა. გაიზარდა ბორტზე შემოსავალი, რაც ბევრად აღემატება ეპიდემიამდელ დონეს“, - აცხადებს MSC Cruises China-ს პრეზიდენტი ჰუანგ რუილინგი.
ჩინელი ტურისტების საზღვარგარეთული საკრუიზო ჯავშნები მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც გამავალი ჯგუფური ტურები განახლდა. ტურები მოიცავს ხმელთაშუა ზღვის, წითელი ზღვისა და გლობალურ მარშრუტებს. ზოგიერთი პოპულარული მარშრუტი 2025 წლისთვის იღებს შეკვეთებს.
„ზოგადად, საერთაშორისო საკრუიზო ხაზების განლაგებას საკმაოდ დიდი პერიოდი სჭირდება, ჩვეულებრივ, დაახლოებით 12 თვე. ჩინეთის საკრუიზო ბაზარს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, რადგან ის არის მსოფლიოში სიდიდით მეორე ტურისტული ბაზარი“ - აცხადებს ჰუანგ რუილინგი.