რიანას ტანსაცმლის ხაზი Fenty იხურება
LVMH ჯგუფის და მომღერალი რიანას 2 წლიანი თანამშრომლობა, Fenty–ს სამოსის წარმოების შეწვეტით დასრულდა. როგორც BBC-ი წერს, ეს არ ეხება, ქალის თეთრეულის ხაზს Savage X Fenty, ისევე როგორც კოსმეტიკურ ხაზებს Fenty Beauty და Fenty Skin–ს.
მოდის ანალიტიკოსების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რიანას ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს, Fenty-ს ეტიკეტის ფასები მათი უმეტესობისთვის მიუღებელი იყო.
აღსანიშნავია, რომ რიანა პირველი ფერადკანიანი ქალია, რომელმაც LVMH ბრენდის ქვეშ დაიწყო თანამშრომლობა.
ამ წლის დასაწყისიდან ბრენდის ინსტაგრამის ანგარიშზე პოსტები არ ყოფილა და გასული წლის ნოემბრის შემდეგ არც ახალი კოლექცია გამოჩენილა. რიანას გადაადგილება მოდის სამყაროში მოხდა მისი მუსიკალური კარიერის ხარჯზე. ყველაფრის მიუხედავად, LVMH-ი აცხადებს, რომ კონცენტრირებას ბრენდის გრძელვადიან განვითარებაზე მოახდენს.
შეგახსენებთ, რომ LVMH ჯგუფი მსოფიოში ცნობილ ბრენდებს აერთიანებს. მათ შორის ფლობს Louis Vuitton და Dior–ს.