Philip Morris-ის ხელმძღვანელი ტრადიციული თამბაქოს წარმოების აკრძალვის ვადების დაწესებას ითხოვს
Philip Morris-ის აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ უნდა დადგინდეს ტრადიციული სიგარეტების წარმოების აკრძალვის ვადები. ამასთან, მისივე თქმით, ალტერნატიულ ვარიანტებთან, მაგალითად ვეიპებთან ბრძოლა მხოლოდ მოწევის გაგრძელებას უწყობს ხელს.
იაცეკ ოლჩაკმა Daily Mail-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ სიგარეტების წარმოების აკრძალვაზე ვადები ისევე უნდა დაწესდეს, როგორც ეს ევროკავშირსა და ბრიტანეთში, ბენზინის ძრავის მქონე ავტომობილების შემთხვევაში მოხდა. ამასთან, მას მიაჩნია, რომ სიგარეტები ალტერნატიული პროდუქციით, მაგალითად ვეიპებით უნდა ჩანაცვლდეს.
ოლჩაკის განცხადებით, ქვეყნების ხელისუფლებებს შეუძლიათ მოწევის შემცირება და სამედიცინო სერვისებზე დანახარჯების დაზოგვა, თუკი ისინი მხარს დაუჭერდნენ თამაქოს კომპანიებს, ისეთებს როგორიცაა PMI, ალტერნატივების კვლევებში. საუბარია ჯანმრთელობისთვის ნაკლებად საზიანო პროდუქციაზე. ამასთან, Philip Morris-ის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ პარალელურად უნდა განისაზღვროს ტრადიციული სიგარეტის აკრძალვის ბოლო ვადები.
ამ საკითხზე საუბრისას, ოლჩაკმა მოიყვანა ენერგოდამზოგველ ნათურებზე გადასვლის მაგალითი.
„სხვადასხვა ქვეყანაში ჰქონდათ სხვადასხვა საინვესტიციო სქემა კვლევების სტიმულირებისთვის, რათა ენახათ, შესაძლოა თუ არა სინათლის წარმოება ენერგიის გაცილებით ნაკლები დანახარჯით,“ - განაცხადა მან.
PMI არის მსოფლიოში თამბაქოს უმსხვილესი კომპანია, რომელსაც ეკუთვნის გრენდები Marlboro, L&M, Chesterfield, Parliament, ასევე გასახურებელი თამბაქოს ბრენდი IQOS. ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა გასახურებელი თამბაქო და ელექტროსიგარეტები, ამ ეტაპზე კომპანიის წლიური შემოსავლის 35% მოდის.
Daily Mail-ი აღნიშნავს, რომ 2016 წლიდან Philip Morris-ი ცდილობს, მსოფლიოში თამბაქოს უმსხვილესი კომპანიიდან გადაიქცეს სამეცნიერო ცენტრად, რომელიც მწეველებს თამბაქოსთვის თავის სამუდამოდ დანებებაში დაეხმარება.
კომპანიამ 8,5 მილიარდ დოლარზე მეტი გირვანქა სტერლინგის ინვესტიცია განახორციელა პროექტში „მომავალი თამბაქოს კვამლის გარეშე“, რაც კვლევებსა და ახალი პროდუქტების განვითარება შედის.