პანდემიის ფონზე Apple-ის საშობაო გაყიდვებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
BBC-ის ინფორმაციით, Apple-ის გაყიდვებმა კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. 2020 წლის ბოლო სამ თვეში გაყიდვების მაჩვენებლმა $111 მლრდ-ს მიაღწია (81 მილიარდი ფუნტი სტერლინგი), რაც 21% -ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.
ახლა Apple გლობალურად 1,65 მილიარდზე მეტ აქტიურ მოწყობილობას ითვლის, მათ შორის 1 მილიარდზე მეტ iPhone–ს.
გაყიდვების ზრდას პანდემიის დროს ინტერნეტსა და ტექნოლოგიებზე მომატებულ მოთხოვნას უკავშირებენ, ასევე ახალი iPhone 12–ის გამოშვებას, რომელმაც ხელმძღვანელების თქმით, ხალხის რეკორდული რაოდენობა დაარწმუნა ძველი მოდელებიდან ახალზე გადასულიყო.
კომპანიაში განმარტავენ, რომ ჩინეთში, სადაც ეკონომიკა უკვე გათავისუფლდა პანდემიის გავლენისგან, გაყიდვენის მაჩვენებლი განსაკუთრებით დიდი იყო, რასაც გარკვეულწილად ხელი შეუწყო ახალ 5G ქსელთან თავსებადი ტელეფონების მოთხოვნილებამ. Apple-ის ჩინეთის რეგიონში, რომელიც მოიცავს ჰონგ კონგსა და ტაივანს, გაყიდვები 57%-ით, ევროპაში 17%-ით, ხოლო ამერიკაში 11%-ით გაიზარდა, – აღნიშნავს BBC-ი.
”პროდუქციის რეალიზება მთელს მსოფლიოში კარგად მიმდინარეობს”, 2021 წლის პირველ კვარტალსაც ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებთ" - განაცხადა Apple-ის ფინანსურმა დირექტორმა ლუკა მაესტრიმ.
ფოტო: nytimes