მსოფლიო
26/06/2023

OPEC-ის პროგნოზით, 2045 წლამდე გლობალური ენერგეტიკული მოთხოვნა 23%-ით გაიზრდება

OPEC-ის პროგნოზით, 2045 წლისთვის გლობალური ენერგეტიკული მოთხოვნა დღეში 110 მილიონ ბარელამდე გაიზრდება. ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ჰაიტჰამ ალ-გაისმა მალაიზიაში, კუალა ლუმპურში გამართულ ენერგეტიკულ კონფერენციაზე განაცხადა.

პროგნოზირებული დონე ამჟამინდელ მაჩვენებელს 23%-ით აღემატება. OPEC-ის ხელმძღვანელის თქმით, მიუხედავად ენერგიის სხვა წყაროებისა - როგორიცაა გაზი და წყალბადი, ნავთობი "ენერგიის განუყოფელ ნაწილად დარჩება".

„მონაცემებზე დაფუძნებული ყველა პროგნოზი, რომელიც მე მინახავს, აჩვენებს, რომ უახლოეს მომავალში ნავთობი შეუცვლელია. ჩვენ ვხედავთ, რომ 2045 წლისთვის გლობალური მოთხოვნა იზრდება 110 მილიონ ბარელამდე დღეში და ნავთობი კვლავ შეადგენს ენერგეტიკული მიქსის დაახლოებით 29%-ს. საჭიროა მასიური ენერგეტიკული გაფართოება, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ გლობალური ეკონომიკის ზომა გაორმაგდება და მსოფლიოს მოსახლეობა 2045 წლისთვის 9,5 მილიარდს მიაღწევს“ - განაცხადა ჰაიტჰამ ამ-გაისმა.

გასულ წელს გლობალური ენერგეტიკული მოთხოვნა 1%-ით გაიზარდა. ამიტომ, განახლებადი ენერგიის გამომუშავების რეკორდულმა ზრდამ ბაზარზე წიაღისეული საწვავის დომინაციაში ვერაფერი შეცვალა. Statistical Review of World Energy-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ ამ ტიპის საწვავი კვლავ, მსოფლიო მიწოდების 82%-ს შეადგენდა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, გასული წელი ენერგეტიკული ბაზრების არევით აღინიშნა, რის შედეგადაც, ევროპასა და აზიაში გაზისა და ნახშირის ფასები მკვეთრად გაზარდა.

ანგარიშის თანახმად, გასულ წელს განახლებადი ენერგიის სიმძლავრე რეკორდულად - 266 გიგავატით გაიზარდა, სადაც წამყვანი იყო მზისა და ქარის ენერგია. ამის მიუხედავად, ენერგეტიკული მოთხოვნილების დაფარვისას კვალავაც ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის უპირატესობა შენარჩუნდა.

Businesspartner