მსოფლიო
17/03/2021

Nokia მსოფლიოს მასშტაბით 10 000 თანამშრომელს ამცირებს

სატელეკომუნიკაციო კომპანია Nokia თანამშრომელთა რაოდენობას ამცირებს.

ფინეთის სატელეკომუნიკაციო კომპანიაში 90,000 თანამშრომელი ჰყავს მთელს მსოფლიოში. 2016 წელს ტელეკომპანიის აპარატების მწარმოებელი Alcatel-Lucent-ის ყიდვის შემდეგ, Nokia–მ ათასობით სამუშაო ადგილი გააუქმა.

BBC-ის ცნობით, Nokia მომდევნო ორი წლის განმავლობაში 5,000-დან 10,000 სამუშაო ადგილს შეამცირებს, რაც ხარჯების დაზოგვას ემსახურება. ამის პარალელურად, Nokia 5G– ზე მუშაობს და ინვესტიციების ჩადებას Cloud Computing-სა და ციფრული ინფრასტრუქტურის კვლევაში გეგმავს.

კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა პეკა ლუნდმარკმა განაცხადა, რომ ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლებსაც გავლენა ექნება თანამშრომლებზე, არასოდესაა მარტივი. ლუნდმარკმა კომპანიაში ცვლილებები მას შემდეგ შეიტანა, რაც მენეჯმენტში პროდუქტის არასწორმა ნაბიჯებმა ზიანი მიაყენა Nokia- ს 5G ამბიციებს.

Nokia ერთ დროს მსოფლიოში უდიდესი მწარმოებელი იყო, მაგრამ მან ვერ გაითვალისწინა სენსორული ტელეფონების პოპულარობა, როგორიცაა Apple-ის iPhone და Samsung-ის Galaxy, შედეგად მნიშვნელოვნად ჩამორჩა კონკურენტებს.

შეგახსენებთ, რომ Nokia კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ფინური ტრანსნაციონალური კორპორაციაა, რომლის სათავო ოფისი ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკისთან ახლოს, ქალაქ ესპოოში მდებარეობს. მისი კუთვნილი კომპანია Nokia Solutions and Networks სატელეკომუნიკაციო ქსელების აღჭურვილობასა და სერვისს აწარმოებს.

Businesspartner