მსოფლიო
17/01/2022

NFT-ის ბაზარი $44 მლრდ-მდე გაიზარდა, ახლა კი აშშ-ს მთავრობას მოგების წილი სურს

NFT-ის (Non-Fungible Token) ბაზარი $44 მლრდ-მდე გაიზარდა - ახლა კი აშშ-ს მთავრობას მოგების წილი სურს –ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

საგადასახადო ექსპერტების აზრით, ინვესტორებსა და NFT-ების შემქმნელებს მილიარდობით დოლარის გადასახადები და განაკვეთები აქვთ, დაახლოებით 37%-მდე.

შიდა შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები, რომლებსაც საქმე აქვთ გადასახადებისგან თავის არიდებასთან, ამბობენ, რომ ისინი დარბევისთვის ემზადებიან.

როგორც ამერიკული გამოცემა იუწყება, ტოკენების დაბეგვრის წესები გაუგებარია, რაც NFT–ის კოლექციონერებს აიძულებს გამოთვალონ თუ რამდენი ვალი აქვთ. ინვესტორებმა შეიძლება ვერ გააცნობიერონ, რომ მათ უნდა გადაიხადონ გადასახადები და წარადგინონ წელიწადში ერთხელ, რაც მომავალში დაჯარიმების შანსებს ზრდის.

ინფორმაციისთვის, NFT – non-fungible token არის არა-ჩანაცვლებადი ტოკენი, რაც ნიშნავს უნიკალურობას, იმას, რომ რაღაცის ჩანაცვლება არის შეუძლებელი. NFT შეიძლება იყოს ყველაფერი ციფრული, მათ შორის ნახატი, მუსიკა, მოგონებებიც კი. თუმცა, ახლა ყველაზე მეტად ციფრული ხელოვნება იყენებს NFT-ს, რადგან უკვე უამრავი ნახატი შეიქმნა ციფრულად და აუქციონებიც კი მოეწყო.

Businesspartner