მსოფლიო
20/04/2023
Nestle-ს არაჯანსაღი საკვების წარმოების შემცირებისკენ მოუწოდებენ
Nestle-ს მოუწოდებენ, შეამციროს არაჯანსაღი საკვების წარმოება და "შეასრულოს თავისი როლი" გლობალური ჯანმრთელობისთვის.
საინვესტიციო საქველმოქმედო ორგანიზაცია ShareAction-მა განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთში Nestle-ის ყოველდღიური საკვების გაყიდვების 40% მარილის, შაქრის ან ცხიმის მაღალი შემცველობით იყო.
Nestle-მ თქვა, რომ მისი გლობალური გაყიდვების სიჯანსაღის შესახებ მოხსენება მსოფლიოში პირველი იყო და პირობა დადო, რომ ამ წლის ბოლოს უფრო ჯანსაღი გაყიდვების ტენდენციას შეუერთდება. ასევე, კომპანიის სპიკერმა განაცხადა, რომ მან მარტში დააწესა ახალი სტანდარტი კორპორატიული გამჭვირვალობის შესახებ.
ცნობისთვის, Nestle არის მსოფლიოში ყველაზე დიდი საკვების კომპანია და ფლობს ბრენდებს, როგორიცაა KitKat-ი და Shreddies-ი.