მსოფლიო
11/03/2021

მსხვილი გარიგება ავიაციაში - თვითმფრინავის გამქირავებელი ორი უდიდესი კომპანია ერთიანდება

მსოფლიოს თვითმფრინავის გამქირავებელი ორი უდიდესი კომპანია შეიძლება გაერთიადეს.

AerCap–სა და GECAS– ს ბაზარზე თვითმფრინავების ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი პორტფელი აქვთ, რომელთა უმსხვილესი მომხმარებლები არიან მსოფლიოს უდიდესი ავიაკომპანიები.

ბლუმბერგის თანახმად, წყარო აღნიშნავს, რომ პოტენციური გარიგების ღირებულება $30 მლრდ-ია. საერთო ჯამში, ორ გამქირავებელს თითქმის 3,000 თვითმფრინავის პარკი ექნება, რომელსაც ფლობენ, მართავენ და აქირავებენ.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კომპანიები მსოფლიოში უდიდესია, ორივე მძიმედ განიცდიდა მსოფლიში პანდემიის გამო შექმნილ კრიზისს.

GECAS–ი დაახლოებით 1,650 თვითმფრინავს ფლობს. ხოლო, AerCap– ს 2020 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, საკუთრებაში ან მართვაში მყოფ 1130–ს. ამრიგად, საერთო თვითმფრინავების პორტფელი 2 980 იქნება.

 

 

Businesspartner