მომხმარებელთა რჩეული ბრენდები - ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის ლიდერი Google-ია
ბრენდები მომხმარებლებთან ემოციურ კავშირს ქმნიან და ტექნიკური ბრენდებიც არ არის გამონაკლისი. Visualcapitalist–მა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და მომხმარებლების რჩეული ბრენდების რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც Google, Amazon, Netflix და eBay ლიდერობენ.
ყოველთვიურად მომხმარებელთა 90 მილიარდზე მეტი ვიზიტით, ჩამონათვალში Google 100 ქვეყნაში პირველ ადგილზეა. შემდეგ მოდის Netflix–ი 45 ქვეყანაში და მესამე ადგილზე, Amazon–ი ყველაზე პოპულარულია 30 ქვეყანაში. eBay–ის შემდეგ, ხუთეულში ერთადერთი არატექნოლოგიური კომპანიაა IKEA, მეხუთე ადგილზე.
რაც შეეხება სამომხმარებლო ბრენდებს, Epic Games - Fortnite და Grand Theft Auto ლიდერობს, რომელიც გლობალურ ჩარტებში მნიშვნელოვანი სხვაობით დომინირებს.
Nike ყველაზე ხშირად იძებნება მოდის ბრენდებს შორის 49 ქვეყანაში. მთელი რიგი წარუმატებლობისა და ცუდი ნაბიჯების შემდეგ, გასული საუკუნის 80-იანი წლების შუა პერიოდში, Nike-მა კონცენტრირება მოახდინა მარკეტინგისა და წარმოების მიმართულებით.
Nike-ის მსგავსად არის H&M-ი. პანდემიის დაწყებამდე, მოდის საცალო ქსელში მუშაობდა 5000 მაღაზია. პანდემიის შემდეგ, H&M-ი 2021 წელს 250 ფიზიკური მაღაზიის დახურვას და ონლაინ გაყიდვებზე კონცენტრირებას გეგმავს.
სწრაფი კვების ქსელებს შორის, McDonald’s-ი გლობალურად პირველ ადგილზეა. KFC 65 ქვეყანაში მეორე ადგილზეა, იმავდროულად, Pizza Hut–ს ამერიკაში ყველაზე მეტი ძებნა ჰქონდა.