მსოფლიო
31/03/2023
მეორე კვირაა, საერთაშორისო ბიჟებზე ნავთობის ფასი იზრდება
საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასი უკვე მეორე კვირაა აღმავალ ტრენდს ინარჩუნებს.
20 მარტიდან დღემდე WTI Crude-ის ფასი ბარელზე 8 დოლარით გაიზარდა. ამჟამად WTI Crude-ის ღირებულება ბარელზე 74. 8 დოლლარია. 20 მარტიდან დღემდე 8 დოლარითაა გაზრდილი ბარელი Brent-ის ფასიც, რომლის ღირებულებაც ამ დროისთვის 78.7 დოლარს შეადგენს.
რაც შეეხება რუსულ ნავთობს, მისი ფასიც აღმავალ ტრენდს აფიქსირებს. ბარელი Urals-ის ღირებულება ბირჟაზე 57 დოლარად ივაჭრება. საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფიუჩერსების მატება ბოლო, თითქმის ორკვირიან პერიოდში მოთხოვნის გაუმჯობესებითაა გამოწვეული.