მსოფლიო
03/07/2023

ლოს-ანჯელესის სასტუმროების თანამშრომელები მასშტაბურად გაიფიცნენ

კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესში, ათასობით სასტუმროს თანამშრომელი გაიფიცა. ისინი უკეთეს ხელფასებსა და შეღავათებს ითხოვენ. Reuters-ის ცნობით, ეს აშშ-ს უახლეს ისტორიაში, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაფიცვაა.

ორგანიზაცია Unite Here Local 11, რომელიც ათასობით მზარეულს, დამლაგებელს, ჭურჭლის მრეცხავს, ბელმენს, ლოს-ანჯელესისა და ორანჟის ოლქების სასტუმროების აგენტებს აერთიანებს, თავის განცხადებაში ამბობს, რომ სასტურმოების თანამშრომლები ვერ წვდებიან ამ ქალაქებში საცხოვრებლის ხარჯებს, ბევრი მათგანი კი COVID-19 პანდემიის შემდეგ სამუშაოს გარეშეა დარჩენილი, მიუხედავად იმისა, რომ ინდუსტრიის მოგება გაიზარდა.

ორგანიზაციის ცნობით, რეგიონის მასშტაბით, ივლისის ყველაზე დატვირთული სეზონის წინ სასტუმროების InterContinental-სა და Hotel Indigo-ს თანამშრომლებმა პროტესტის ნიშნად სამსახური დატოვეს.

Businesspartner