მსოფლიო
06/10/2023

კრემლი აცხადებს, რომ საწვავის ექსპორტის აკრძალვა ძალაში რჩება

კრემლი აცხადებს, რომ 21 სექტემბერს დაწესებული საწვავის ექსპორტის აკრძალვა ძალაში რჩება. პრეს სპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, შეზღუდვის მოხსნის ვადები დაწესებული არ არის და აკრძალვა ძალაში დარჩება მანამ, სანამ საჭირო იქნება.

პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აკრძალვის მოხსნის შემდეგ, საწვავის შიდა ბაზრის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად სხვა ზომები განიხილება.

„მთავრობამ უკვე არაერთხელ აღნიშნა და ვიცე-პრემიერი ნოვაკიც ადასტურებს, რომ აქ კონკრეტული ვადა არ არსებობს. აკრძალვა საჭიროებისამებრ გაგრძელდება. როგორც კი ეს საჭიროება გაქრება, განიხილება სხვა ზომები“ - თქვა პესკოვმა.

კრემლმა და რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრომ საწვავის ექსპორტის აკრძალვის შესახებ 21 სექტემბერს გამოაცხადეს. ითქვა, რომ შეზღუდვა დარჩება, ვიდრე საწვავის შიდა ბაზარი არ დასტაბილურდება და მწარმოებლები ფასებს არ დაწევენ.

Businesspartner