ფოტო: REUTERS
მსოფლიო
06/05/2021

კანადა პირველი ქვეყანაა, რომელმაც 12-15 წლის ბავშვებში Pfizer-ის გამოყენების ნებართვა გასცა

კანადის ჯანდაცვის სამინისტრომ, ბავშვთა კლინიკური კვლევების მონაცემების საფუძველზე, Pfizer-ის ვაქცინის 12-დან 15 წლამდე ბავშვებში გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო.

BBC-ის ინფორმაციით, ალბერტას პროვინციამ, სადაც ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ქვეყანაში, განაცხადა, რომ ორშაბათიდან 12 წელზე უფროსი ასაკის ბავსვებს ვაქცინებს შესთავაზებს. კანადამ უკვე დაუშვა Pfizer ვაქცინის გამოყენება 16 წელს გადაცილებულ ადამიანებში.

კანადაში დაფიქსირებულია 1,2 მილიონზე მეტი კორონავირუსის შემთხვევა. აქედან, დაახლოებით 20% იყო 19 წლამდე ასაკის ადამიანებში. ქვეყნის დაახლოებით 34% -მა მიიღო ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა, ხოლო აშშ-ში ეს მაჩვენებელი 44% -ს შეადგენს.

ბავშვებშო ვირუსის გართულების მაჩვენებლი მცირეა და მთელი პანდემიის დროს იშვიათია ისეთი შემთხვევები, როდესაც სასწრაფო დახმარებას საჭიროებდნენ.

მარტში, Pfizer– მა განაცხადა, რომ ამ (12–15) ასაკობრივ ჯგუფში ჩატარებული საცდელი ვაქცინაციის შედეგებმა 100% ეფექტურობა აჩვენა.

 

 

Businesspartner