მსოფლიო
03/02/2021

ჯეფ ბეზოსს Amazon-ის დირექტორის პოსტზე ენდი ჯეისი ჩაანაცვლებს

Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადადგება, - მიზეზად მან სხვა პროქტებზე ფოკუსირებისთვის არასაკმარისი დრო და ენერგია დაასახელა.

როგორც BBC წერს, ცვლილება 2021 წლის მეორე ნახევარში მოხდება.

ბეზოსს, რომელიც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია, ენდი ჯეისი ჩაანაცვლებს. ჯეისი Amazon-ში 1997 წლიდან მუშაობს და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კომპანის სერვისების განვითარებაში.

„ენდი ჯეისი გამორჩეული ლიდერი იქნება და მის მიმართ სრული ნდობა მაქვს. ამაზონის აღმასრულებელ დირექტორად ყოფნა დიდი პასუხისმგებლობა და შრომატევადი საქმეა. როცა ასეთი პასუხისმგებლობა გაქვს, ძნელია სხვა რამეზე ყურადღების გამახვილება. ჩართული ვიქნები ამაზონის მნიშვნელოვან ინიციატივებში, მაგრამ ასევე მექნება დრო და ენერგია, რაც საჭიროა Day 1 Fund, Bezos Earth Fund, Blue Origin, Washington Post და სხვა პროექტებზე ფოკუსირებისთვის”, - თქვა ბეზოსმა სამშაბათს ამაზონის თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილში.

57 წლის ბეზოსი, Amazon-ს 1994 წლიდან ხელმძღვანელობდა. ფირმაში ახლა გლობალურად დასაქმებულია 1.3 მილიონი ადამიანი.

 

 

Businesspartner