მსოფლიო
20/07/2021
ჯეფ ბეზოსის ეკიპაჟი კოსმოსში ფრენის შემდეგ დედამიწაზე დაეშვა
ჯეფ ბეზოსის ეკიპაჟი კოსმოსში ფრენის შემდეგ დედამიწაზე დაეშვა.
ფრენა პირდაპირ ეთერში შუქდებოდა, კოსმოსში თითქმის 11 წუთიანი მოგზაურობის შემდეგ ეკიპაჟი დედამიწაზე პარაშუტით დაეშვა, როგორც ჩანს ეკიპაჟის ყველა წევრი თავს კარგად გრძნობს. ბეზოსთან ერთად კოსმოსურ რაკეტაში მარკ ბეზოსი, მისი ძმა, ასევე 82 წლის პიონერი, უოლი ფუნკი და 18 წლის სტუდენტი იმყოფებოდნენ.
ბეზოსი, რომელიც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია Blue Origin ორი ათეული წლის წინ დაარსა. დღეს კომპანიამ New Shepard–ით პირველი ფრენა შეასრულა.
Sky News-ის ვიდეო