მსოფლიო
27/07/2021

ჯეფ ბეზოსი NASA-ს მთვარის მისიაში ჩასართავად $2 მლრდ-ს სთავაზობს

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა NASA-ს ადმინისტრატორს ბილ ნელსონს ღია წერილით მიმართა, რომელშიც აშშ-ს კოსმოსური სააგენტოს ხარჯების დაფარვას და საკუთარი კომპანიის, Blue Origin-ის მთვარის მისიაში ჩართვას სთავაზობს. 

რამდენიმე თვეა გასული, რაც NASA-მ $2.9 მლრდ-იანი ხელშეკრულებით, ილონ მასკის კომპანია SpaceX აირჩია, ხოლო ახლახანს ბეზოსის უჩვეულო წინადადებაც გაჟღერდა.  

CNN-ის ინფორმაციით, სააგენტოს თავდაპირველად განზრახული ჰქონდა, რომ მინიმუმ ორი კერძო სექტორის კომპანია შეეჯიბრებინა კოსმოსური ხომალდის შესაქმნელად, რომელიც ასტრონავტებს სადესანტო მისიებისთვის მთვარის ზედაპირზე გადაიყვანს.

ბეზოსმა არაერთხელ გაუსვა ხაზი NASA-ს ჯანსაღი კონკურენციის განვითარების აუცილებლობას.

„კონკურენციის გარეშე, ხელშეკრულების მოკლე დროში დადება, NASA-ს შეზღუდული ვარიანტების წინაშე აღმოაჩენს, რადგან ის მოლაპარაკებას ცდილობს გამოტოვებული ვადების, დიზაინის ცვლილებებისა და ხარჯების გადაჭარბების შესახებ. კონკურენციის გარეშე, NASA–ს მოკლევადიანი და გრძელვადიანი მთვარის ამბიციები გადავადდება. ეს კი საბოლოოდ უფრო მეტ ხარჯს გამოიწვევს, რაც ეროვნულ ინტერესებს არ ემსახურება .”– ამბობს, Amazon-ის დამფუძნებელი. 

ანალოგიური წინადადებით გამოვიდა ალაბამაში დაფუძნებული Dynetics, რომელიც ასევე აპროტესტებს NASA-ს გადაწყვეტილებას SpaceX-ისთვის კონტრაქტის მინიჭების შესახებ.

რაც შეეხებამ SpaceX– ს, კომპანიამ NASA-ს შესთავაზა თავისი Starship-ის გამოყენება, რომელიც წარმოადგენს კოსმოსური ხომალდისა და სარაკეტო სისტემას, რომელიც ამჟამად განვითარების საწყის ეტაპზეა. SpaceX– ის ძირითადი მიზანი ადამიანის მარსზე გადაყვანაა, – წერს, CNN-ი. 

შეგახსენებთ, რომ სულ ცოტახნის წინ ბეზოსმა, New Shepard–ის ეკიპაჟით კოსმოსში პირველად იმოგზაურა და დედამიწაზე წარმატებით დაეშვა. მასთან ერთად იყვენენ, მარკ ბეზოსი, მისი ძმა, ასევე 82 წლის პიონერი, უოლი ფუნკი და 18 წლის სტუდენტი.

Businesspartner