მსოფლიო
13/03/2021

IWG: ჰიბრიდული სამუშაო ნორმა გახდება

სახლიდან მუშაობა, ანუ ჰიბრიდული სამუშაო, პანდემიის შემდეგ მრავალი კომპანიისთვის "ნორმა" გახდება, - ამის შესახებ სამუშაო გარემოს გლობალური პროვაიდერი IWG-ი აცხადებს.

IWG-ი განმარტავს, რომ 2020 წელი რთული იყო, რადგან ნაკლები ფირმა ქირაობდა ოფისებს. „კომპანიები შეეცდებიან დაზოგონ ფული და გამოიყენონ ეკოლოგიურად სუფთა საოფისე ფართები,“ – განუცხადა IWG-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარკდიქსონმა BBC-ის დღევანდელ პროგრამას.

კორონავირუსულმა კრიზისმა ძლიერი გავლენა იქონია IWG-ზე. მის მომსახურებაზე მოთხოვნის შემცირებამ გასულ წელს კომპანია 620 მილიონი ფუნტით აზარალა.

„კომპანიებს სურთ საოფისე ფართი იყოს უფრო ახლოს, სადაც რეალურად ცხოვრობენ თანამშრომლები. ეს მიდგომა კარგად მუშაობს კომპანიებში, ბევრად იაფი და უკეთესია გარემოსთვის, რადგან იზოგება მგზავრობის დრო და მცირდება მგზავრთა გადაადგილებაც", – თქვა დიქსონმა.  

ორშაბათს, IWG-მა ხელი მოაწერა დღემდე უდიდეს მომხმარებელს, რომელიც სამწლიან ხელშეკრულებას აფორმებს იაპონიის სატელეკომუნიკაციო ჯგუფ NTT-თან. გარიგების პირობების თანახმად, NTT–ის 300,000 თანამშრომელს საშუალება ექნება იმუშაოს IWG-ს საკუთრებაში არსებული 3,300 ოფისში.

 

 

ფოტო: ft.com

 

Businesspartner