მსოფლიო
07/08/2020

იტალიის საავიაციო ხელისუფლება Ryanair-ს ქვეყანაში ფრენების შეზღუდვით ემუქრება

იტალიის საავიაციო ხელისუფლება ENAC-ი ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Ryanair-ს იტალიაში ფრენების შეზღუდვით, ან მთლიანად შეჩერებით ემუქრება. 

avianews.ge-ს ცნობით, რეგულატორი “ლოუკოსტერს” ბრალს დებს იმაში, რომ ავიაკომპანია თვითმფრინავების ბორტებზე არ იცავს იტალიის მთავრობის მიერ COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებულ ნორმებს. 

ENAC-მა Ryanair-ს და ირლანდიის საავიაციო ხელისუფლებას დარღვევებისა და შესაძლო სანქციების შესახებ უკვე აცნობა. ერთ-ერთი შეზღუდვა, რომელიც შესალოა რეგულატორმა აამოქმედოს, ითვალისწინებს იმას, რომ საჰაერო ხომალდის დატვირთულობა 50%-ს არ აღემატებოდეს.

თუკი Ryanair-ის მიერ რეგულაციების დარღვევის ფაქტი ისევ გამოვლინდება, მაშინ ENAC უფლებამოსილი იქნება Ryanair-ს იტალიაში ფრენები მთლიანად შეუჩეროს და ავიაკომპანიას მგზავრებისთვის ალტერნატიული რეისების შეთავაზება დაავალდებულოს.  

Ryanair-ში კი პასუხად განაცხადეს, რომ ENAC-ის ბრალდებები არაკორექტულია და ავიაკომპანია არსებულ რეგულაციებს ზედმიწევნით იცავს და ითვალისწინებს. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020