ფოტო: REUTERS
მსოფლიო
27/05/2021

ირანმა კრიპტოვალუტის მოპოვება ოთხი თვით აკრძალა

ირანმა კრიპტოვალუტის მოპოვება ოთხი თვით აკრძალა.

ირანმა კრიპტოვალუტების მოხმარებაზე აკრძალვა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ქალაქებში ელექტროენერგია დაუგეგმავად გამოირთო.

BBC-ის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ჰასან როჰანმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ შეფერხებების ძირითადი მიზეზი გვალვა იყო, რამაც გავლენა მოახდინა ჰიდროელექტროენერგიის წარმოებაზე.

ასევე აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტის მოპოვება, რომლის 85% არ არის ლიცენზირებული, დღის განმავლობაში ძალიან დიდი რაოდენობით ენერგიას ხარჯავს. ამასათან, Bitcoin-ის 4.5% ირანში მოიპოვება.

ანალიტიკური ფირმის Elliptic-ის თანახმად, ეს საქმიანობა ქვეყანას საშუალებას აძლევს სანქციების გვერდის ავლით ასობით მილიონი დოლარი გამოიმუშაოს, კრიპტო აქტივების სახით, რომელთა გამოყენება შესაძლებელია იმპორტირებული საქონლის შესაძენად.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023