მსოფლიო
26/02/2021

იმპორტიორებმა რუსული ხორბლის ყაზახურით ჩანაცვლება დაიწყეს

ხორბლის ექსპორტზე რუსეთის მიერ გაზრდილი საბაჟო ტარიფებისა და დაწესებული კვოტების გამო, ქართველმა იმპორტიორებმა რუსეთის ბაზრის ჩანაცვლებაზე დაიწყეს მუშაობა. ალტერნატივად ამ ეტაპზე ყაზახეთი განიხილება.

ყაზახეთიდან, საქართვეელოში უკვე შემოვიდა ხორბლის პირველი პარტია. იმპორტი „ბარაქამ“ განახორციელა. როგორც წისქვილკომბინატის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, საუბარია 2 000 ტონა ხორბლის იმპორტზე, რომლის ჯამური მოცულობა 29 ვაგონია.

„1000 ტონა უკვე გადმოვიდა საქართველოს საზღვარზე და შესაბამის საბაჟო პროცედურებს გადის. უახლოეს ერთ კვირაში სრული მოცულობა შემოვა. სანამ რუსეთი საექსპორტო გადასახადს დააწესებდა, რუსული ხორბლის ფასი 280 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. საბაჟო ტარიფების ზრდის შემდეგ კი 1 ტონა რუსული ხორბლის შემოტანა 310-320 დოლარი ჯდება. აქედან გამომდინარე ყაზახური ხორბალი ფასით უკვე უწევს კონკურენციას, რადგან გარდაბანში ჩამოტანილი ყაზახური ხორბლის ფასი 280-დან 300 დოლარის ფარგლებში მერყეობს. დღეის მდგომარეობით, საქართველოსთვის ყაზახური ხორბალი კონკურენტუნარიანია, თუ საბაჟო გადასახადი შემცირდება რუსულ ბაზარზე, რისი მოლოდინიც მოკლევადიან პერიოდში ნაკლებად გვაქვს, ისევ გადავერთვებით რუსული ხორბლის იმპორტზე. რადგან რუსეთიდან ხორბლის იმპორტისას ტრანსპორტირება დაახლოებით 25 დოლარია. ყაზახეთიდან კი 100,“ - განაცხადა ლადო ბიძინაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე საბაჟო გადასახადი 15 თებერვლიდან დააწესა. შედეგად, ერთი ტონა ხორბლის ექსპორტი 25 ევროთი იბეგრება. 1-ლი მარტიდან კი საბაჟო გადასახადი 50 ევრომდე იზრდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022