მსოფლიო
21/04/2023

ილონ მასკმა 24 საათში $13 მილიარდი დაკარგა

ბოლო 24 საათი ილონ მასკისთვის არც ისე იღბლიანი აღმოჩნდა. მილიარდერმა $13 მლრდ დაკარგა, რაც SpaceX-ის რაკეტის წარუმატებელ გაშვებას და Twitter-ის გარშემო არსებულ სიახლეებს უკავშირდება, - ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. 

როგორც ცნობილია, SpaceX-ის მიერ შექმნილი ექსპერიმენტული Starship რაკეტა წარმატებული  აფრენიდან 4 წუთის სემდეგ აფეთქდა.

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, მისი ქონება $12,6 მლრდ-ით შემცირდა, რაც წელს ყველაზე დიდი კლებაა. თუმცა 51 წლის მასკი, რომელიც Tesla-ს და spaceX-ის აღმასრულებელი დირექტორია, რომელმაც ასევე სოციალური ქსელი Twitter-ი გასულ წელს შეიძინა, მსოფლიოში მეორე უმდიდრესი ადამიანის ტიტულს ინარჩუნებს, ფრანგი მაგნატის ბერნარდ არნოს შემდეგ, რომლის ქონებაც წელს $26,8 მილიარდით გაიზარდა. 

Businesspartner