ფოტო: კომუნიკაციების კომისია
მსოფლიო
01/11/2023

ილონ მასკი: Starlink-ის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი საქართველოშიც ხელმისაწვდომია

Starlink-ის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი საქართველოშიც ხელმისაწვდომია, -  ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში მისი მფლობელი ილონ მასკი წერს.

Starlink-ის ხელმისაწვდომობის რუკის მიხედვით, Starlink-ის ინტერნეტი ხელმისაწვდომია საქართველოში, გარდა მისი ოკუპირებული ტერიტორიებისა.

Starlink-ი ილონ მასკის თანამგზავრული ინტერნეტის პროგრამაა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ილონ მასკის კომპანია SpaceX საქართველოს ბაზარზე თავისი პროდუქციის გაშვებაზე მუშაობდა, ცნობილი გასულ წელს გახდა. 

ილონ მასკის დაარსებულმა კომპანია “SpaceX”-ის Starlink-მა კომუნიკაციების კომისიაში სატელიტური ინტერნეტ სერვისების მიწოდების მიზნით ავტორიზაცია  2022  წლის ივლისში გაიარა.

შეგახსენებთ, Starlink მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია. SpaceX-ს დღეისათვის 2700-ზე მეტი Starlink-ის დაბალ ორბიტალური (LEO) თანამგზავრი ჰყავს  გაშვებული. Starlink განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო მაღალმთიან რეგიონებში ასევე ფართოზოლოვანი ინტერნეტ დაფარვის არმქონე დასახლებებშია. Starlink-ის დანერგვის შემდეგ ყველა ასეთ გეოგრაფიულ არეალში მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება. 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ბიზნესი

George Grey Winery-ს ცისფერი ღვინო "კესანე" იაპონიაშიც გაიყიდება
03

29/09/2021
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
04

30/04/2021
ბიზნესი

საცივი, ტოლმა, ჩახოხბილი - ბაზარზე ქართული "სადილის" კონსერვები რამდენიმე დღეში გამოჩნდება
05

22/09/2022
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
06

07/06/2022