Huawei-თვის აშშ-ს შეზღუდვების დაწესება Samsung-ის გაყიდვებს ახალისებს
Samsung Electronics-ის შემოსავალმა მესამე კვარტალში 59 მლრდ დოლარი შეადგინა.
შემოსავლების ზრდა სმარტფონების 50%-იან და მიკროჩიპების 82%-იან გაყიდვების მატებას უკავშირდება. ივლის–სექტემბრის პერიოდში გაზრდილია, პრემიუმ ტელევიზორებისა და ტექნიკის გაყიდვებიც.
სამხრეთ კორეული ტექნიკური გიგანტის მესამე კვარტლის წმინდა მოგებამ 8.3 მლნ დოლარია, 49%-ით მეტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
როგორც BBC-ი წერს, გაყიდვების ზრდა, ჩინეთის სატელეკომუნიკაციო გიგანტს Huawei–ს მიმართ აშშ-ს შეზღუდვებმაც განაპირობა. აგვისტოში აშშ-ს სავაჭრო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ სანქციებს ნებისმიერი უცხოურ კომპანიას დაუწესებს, რომელიც ლიცენზიის მიღების გარეშე Huawei-ს ჩიპს მიჰყიდის.
ტრამპის ადმინისტრაციამ მიზნად დაისახა არაერთი ჩინური ტექნოლოგიური კომპანიის შეზღუდვა, ეროვნული უსაფრთხოების პრობლემების გამო, მათ შორის Huawei, TikTok და WeChat.