მსოფლიო
23/02/2021
Huawei-მ ახალი დასაკეცი სმარტფონი Mate X2 წარადგინა
აშშ-ს სავაჭრო აკრძალვების მიუხედვადა, Huawei-მ განახლებული დასაკეცი სმარტფონი წარადგინა.
კომპანიის განცხადებით, დახურვისას გაცილებით მცირე შიდა ხარვეზია, ვიდრე მისი მთავარი კონკურენტის Samsung-ის სმარტფონის შემთხვევაში. Mate X2 ჩინური კომპანიის მთავარ რედიზაინს წარმოადგენს.
BBC-ის ცნობით, სმარტფონის ფასი დაახლოებით 2,800 დოლარია.
”აშშ-ს სანქციებმა დიდი სირთულეები შეუქმნა ჩვენს საქმიანობასა და ყოველდღიურ მუშაობას, თუმცა, ჩვენი პარტნიორების, მომწოდებლების და განსაკუთრებით მომხმარებლების მყარი მხარდაჭერის წყალობით, 2020 წელს გადარჩენა მოვახერხეთ”, - თქვა რიჩარდ იუმ Huawei–ს სათაო ოფისიდან.
ფოტო: Huawei