მსოფლიო
10/02/2021
Heineken-ი სამუშაო ადგილებს 8000-ით ამცირებს
ლუდის გიგანტი Heineken-ი სამუშაო ადგილებს ამცირებს. BBC წერს, რომ კომპანიამ დასაქმებულთა რაოდენობას 10%-ით შეამცირებს, მიზეზი კი კორონავირუსის პანდემიის გამო გაყიდვების მკვეთრ ვარდნაა.
Covid19-ის გამო, ბარები მსოფლოს სხვადასხვა კონტინენტზე დაიხურა და ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, სამხრეთ აფრიკაში, დაწესებულია დროებითი აკრძალვები ალკოჰოლის გაყიდვაზე.
შეგახსენებთ, რომ კომპანია მსოფლიოში სიდიდით მეორე ლუდსახარშია, Heineken-ი ევროპის ყველაზე გაყიდვადი პროდუქტია. მას ასევე ეკუთვნის Tiger and Sol ბრენდები.
ფოტო: GETTY IMAGES