მსოფლიო
24/02/2021
განა პირველი ქვეყანაა, რომელმაც COVAX-ის სქემით Covid ვაქცინები მიიღო
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში განა პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც COVID-ვაქცინა მიიღო.
AstraZeneca-ს და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული და ინდოეთის შრატის ინსტიტუტის მიერ წარმოებული ვაქცინის 600,000 დოზა განას დედაქალაქ აკრაში უკვე ჩავიდა.
ვაქცინაცია სავარაუდოდ შემდეგ კვირას დაიწყება, სადაც პრიორიტეტული ჯგუფები არიან ჯანდაცვის მუშაკები, 60 წელს გადაცილებული პირები, ძირითადი ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პირები და მაღალჩინოსნები, – წერს BBC-ი.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიზნად ისახავს უზრუნველყოს ვაქცინების სამართლიანი განაწილება ყველა ქვეყანაში და გლობალურად დაახლოებით ორი მილიარდი დოზის Covid-19 ვაქცინების მიწოდება უზრუნველყოს.