FAO - წელს მარცვლეულის წარმოება შემცირდება
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, წინა წელთან შედარებით, მარცვლეულის წარმოება 3.3%-ით შემცირდება.
მსოფლიოში 2022 წლის მარცვლეულის მოსავალმა 2 765 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 2021 წლის მონაცემს 1.7%-ით ჩამორჩება. იკლებს ბრინჯის წარმოების გამოთვლებიც.
2021 წლის მონაცემებთან შედარებით, რომელიც ყველა დროის უმაღლესი მაჩვევნებელი იყო, ბრინჯის გლობალური მოსავალი 2.6%-ით ნაკლები იქნება. ამასთან, წინასწარი პროგნოზით, 2023 წელს მსოფლიოში მარცვლეულის მოხმარება, წინა წელთან შედარებით, 0.7%-ით შემცირდება და 2 779 მილიონ ტონას შეადგენს.
ვარაუდობენ სიმინდის მოსავლის შემცირებას, ხორბლის მოხმარების გაზრდას და მცირე ცვლილებებს ბრინჯის მოხმარებაშიც. მარცვლეულის მსოფლიო მარაგების პროგნოზი საბაზრო წლის ბოლოსთვის 844 მილიონ ტონას შეადგენს, რაც მსოფლიო მარაგის თანაფარდობას 30%-მდე ამცირებს.