FAO - სურსათის მსოფლიო ფასები კლებას განაგრძობს
სურსათის მსოფლიო ფასების ინდექსი კლებას განაგრძობს. FAO-ს მონაცემების მიხედვით, ინდექსი იანვარშიც შემცირდა.
გასულ თვეში ამ მაჩვენებელმა 131 ქულა შეადგინა, რაც წინა წლის პიკურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 18 პროცენტით ნაკლებია.
სურსათზე საერთაშორისო ფასების ინდექსის შემცირება უკვე მეათე თვეა გრძელდება. ამასთან, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის პროგნოზით, 2023 წელს მარცვლეულის მომარაგების მორიგი შეზღუდვის მოლოდინი არსებობს.
FAO-ს გათვლებით, რუსეთში, რომელიც ხორბლის ყველაზე დიდი ექსპორტიორია, შემცირებული ფასები, ხორბლის დათესვის მაჩვენებლის კლებას გამოიწვევს. ომის შედეგად, ხორბლის სათესი ტერიტორიების 40 პროცენტით შემცირებას ვარაუდობენ უკრაინაშიც.
რაც შეეხება მარცვლეულით საერთაშორისო ვაჭრობის ტრენდს, წინა წლის რეკორდულ მაჩვენებალთან შედარებით, ეს მაჩვენებელი თითქმის 2%-ით ნაკლები იქნება 474 მილიონ ტონას არ გადააჭარბებს.