მსოფლიო
27/10/2020
Dunkin' Donuts-ისა და Baskin Robbins-ის მფლობელი ბრენდების გაყიდვას განიხილავს
კომპანია Dunkin' Brands Group-ი მის მფლობელობაში შემავალი ამერიკული ბრენდების Dunkin' Donuts-ისა და Baskin Robbins-ის გაყიდვას განიხილავს.
როგორც Reuters-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, ბრენდების მფლობელმა ჯგუფმა უკვე მოლაპარაკებები გამართა Inspire Brands-თან.
მხარეები დეტალებზე არ საუბრობენ.
„არ ვარ დაწმუნებული, რომ რაიმე შეთანხმება იქნება მიღწეული”, - ამბობს Dunkin ’Brands- ის კომუნიკაციების მთავარი ოფიცერი კარენ რასკოფი.
მედიის ცნობით, Dunkin’ Brands-ში შემავალი ბრენდების მთლიანი ღირებულება $9 მლრდ დოლარია.
Inspire Brands-ის მფლობელობაშია Arby's და Jimmy John's-ი. აღსანიშნავა, რომ Inspire- ის პორტფელში 11,000-ზე მეტი კომპანია შედის. ის 2018 წელს კომპანია Roark Capital-მა ჩამოაყალიბა.