მსოფლიო
05/05/2021

Debenhams-ის ეპოქის დასასრული - ბრიტანული ბრენდი დარჩენილ მაღაზიებსაც ხურავს

დიდ ბრიტანეთში 242 წლიანი არსებობის შემდეგ, ცნობილმა ბრენდმა Debenhams-ი კომპანიის დარჩენილი მაღაზიების დახურვაზე (15 მაისისთვის) განაცხადა. შედეგად, სამსახურს 12000 ადამიანი დაკარგავს.

საცალო ვაჭრობის კომპანიამ Boohoo-მ იანვარში Debenhams-ის ბრენდი და ვებსაიტი შეიძინა. 55 მლნ ფუნტიანი გარიგება 118 მაღაზიის დახურვას გულისხმობდა.

BBC-ის ინფორმაციით, სხვა საცალო მოვაჭრეების მსგავსად, Debenhams-იც იბრძოდა კოვიდ პანდემიის დროს, თუმცა პრობლემები კომპანიას ჯერ კიდევ კრიზისამდე შეექმნა რეკორდული ზარალით, მაღალი სესხით და ქონების ხარჯებით.

”მომდევნო 10 დღის განმავლობაში, კომპანია თავის 242 წლის ისტორიას დაასრულებს. იმედი გვაქვს, რომ ბოლოს ყველას გნახავთ მაღაზიებში, სანამ საბოლოოდ დავემშვიდობებით დიდი ბრიტანეთის High Street–ს," – განაცხადა Debenhams-მა. 

კომპანიის ისტორია 1778 წლიდან დაიწყო, როდესაც უილიამ კლარკმა ლონდონში მაღაზია გახსნა, სადაც ქსოვილებს და სხვადასხვა ნივთს ყიდდა. კომპანიაში ინვესტიცია 1813 წელს უილიამ დებენჰამმა ჩადო და ამის შემდეგ მას ეწოდა Clark & ​​Debenham, რომელიც ერთ დროს დიდი ბრიტანეთის უნივერმაღების უდიდესი ქსელი იყო.

 

 

Businesspartner