მსოფლიო
23/02/2021

Clubhouse-ს მომხმარებელთა რაოდენობა გაუორმაგდა

აუდიო ჩეთის აპლიკაცია Clubhouse-ის ჩამოტვირთვები, გაორმაგდა.

App Annie იუწყება, რომ აპლიკაციამ 1-დან 16 თებერვლამდე გლობალური ჩამოტვირთვები 3.5 მილიონიდან 8.1 მილიონამდე გაიზარდა.

BBC-ის ინფორმციით, პოპულარობამ კომპანიას კრიტიკაც მოუტანა.

ექსპერტების თქმით, აპიდან მიღებული მონაცემები ზოგჯერ გადაჰყავთ ჩინურ სერვერებზე - მაშინაც კი, თუ მომხმარებლები შეერთებულ შტატებში ან სხვა ქვეყნებში არიან. ასევე შეშფოთებას გამოთქვამენ კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით თუ როგორ ამოწმებს აპლიკაცია მომხმარებლების კონტაქტებს.

აპლიკაცია მხოლოდ iPhones-ისთვის არის ხელმისაწვდომი და მომხმარებელს რამდენიმე ადამიანის მოწვევა შეუძლია.

Clubhouse–ზე მოთხოვნის ზრდა ისეთი ტექნოლოგიური ფიგურების გამოჩენას უკავშირდება, როგორებიც არიან ილონ მასკი და მარკ ცუკერბერგი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ Facebook მსგავს პროდუქტზე მუშაობს.

 

ფოტო: GETTY IMAGES

Businesspartner