ფოტო: GETTY IMAGES
მსოფლიო
01/04/2021

ჩიპების მწარმოებელი TSMC-ი წარმოების გაფართოებაში $100 მლრდ-ის ინვესტირებას გეგმავს

ტაივანურმა ჩიპების მწარმოებელმა TSMC- მ განაცხადა, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში, შესაძლებლობების გაზრდის მიზნით 100 მილიარდ დოლარს დახარჯავს. 

Taiwan Semiconductor Manufacturing Co არის მსოფლიოში უმსხვილესი ჩიპების მწარმოებელი. კომპანიამ მიკრო ჩიპების შემუშავებასა და წარმოებისთვის $28 მილიარდის ინვესტიცია უკვე განახორციელა.

როგორც წერს BBC-ი წერს, ჩიპების დეფიციტის გამო, საავტომობილო ინდუსტრიის წარმომადგენლებს, Volkswagen–ს, Honda- ს, Toyota- ს და General Motors- ს წარმოების შემცირება მოუწიათ. გლობალური მასშტაბით დიდი მოთხოვნის გამო, დეფიციტი გავრცელდა სხვა სექტორებზეც, მათ შორის სამომხმარებლო ელექტრონიკაზე. 

კომპანია ნახევარგამტარულ ტექნოლოგიაზე მოთხოვნის მკვეთრ ზრდას პროგნოზირებს, რადგან Covid-19 პანდემია კიდევ უფრო აჩქარებს ციფრული მოწყობილობების აუცილებლობას. დამატებითი სახსრები გაზრდის წარმოების, კვლევისა და განვითარების შესაძლებლობებს.

იანვარში, TSMC– მ განაცხადა, რომ საავტომობილო ინდუსტრიისთვის, დეფიციტის შესამსუბუქებლად ჩიპების წარმოებას პრიორიტეტულს გახდიდა.

 

Businesspartner