ბრიტანეთის ეკონომიკას ზრდაში ვაჭრობისა და კინოინდუსტრიის სექტორები დაეხმარა
ბრიტანეთის ეკონომიკას ზრდაში საცალო ვაჭრობისა და კინოინდუსტრიის სექტორები დაეხმარა.
მიუხედავად იმისა, რომ აპრილში წარმოებისა და მშენებლობის დარგები შემცირდა, რეცესიის ნაცვლად, ვაჭრობისა და კინოინდუსტრიის სექტორების მაჩვენებლებმა ნელი ზრდა უზრუნველყვეს.
ბრიტანეთის ეკონომიკა აპრილში წინა თვესთან შედარებით 0,2%-ით გაიზარდა. ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა ჯერემი ჰანტმა განაცხადა, რომ მთავრობას ჯერ კიდევ სჭირდება მაღალი ინფლაციის დაძლევა, რაც ბრიტანულ ოჯახებს თვეების განმავლობაში აწუხებს.
ეკონომიკური ზრდის ამ მაჩვენებლებზე ფინანსურ ბაზრებს მცირედი რეაქცია ჰქონდათ, განსხვავებით შრომის ბაზრისა და ინფლაციის მონაცემებისგან - ამ მიმართულებით ნაჩვენებმა შედეგებმა Bank of England-ის მხრიდან მაღალი საპროცენტო განაკვეთების მოლოდინი გააჩინა.
არსებული მონაცემები ემთხვევა ბიზნეს კვლევებს და სუსტ აქტივობაზე მიუთითებს. თუმცა, რეცესია, რომელსაც რამდენიმე თვის წინ აქტიურაად წინასწარმეტყველებდნენ, არ დაფიქსირდა.
აპრილამდე, სამი თვის განმავლობაში, ბრიტანეთის ეკონომიკა მხოლოდ 0.1%-ით გაიზარდა, რაც ბრიტანეთის სავაჭრო პალატების თანახმად, "დაბალი ზრდის ტრაექტორიაზე" მიუთითებს.