ფოტო: REUTERS
მსოფლიო
07/04/2021

ბრიტანეთის ახალი მარეგულირებელი Google-ის, Facebook-ისა და Amazon-ისთვის კონკურენციის წესებს ცვლის

Google, Facebook და Amazon ახალი ბრიტანული მარეგულირებლის წინაშე აღმოჩნდნენ. 

BBC-ის ინფორმაციით, ახალმა ბრიტანულმა მარეგულირებელმა, რომელიც მიზნად ისახავს შეაჩეროს ტექნიკური გიგანტების დომინირება, მუშაობა უკვე დაიწყო.

ციფრული ბაზრების განყოფილება (DMU) პირველ რიგში შეეცდება შექმნას ქცევის ახალი კოდექსი, მომხმარებლებს შორის ურთიერთობების მოსაწესრიგებლად. ისეთი კომპანიებისთვის, როგორიცაა Facebook და Google.

ზომების მიღებამდე, ახალი მარეგულირებელი უნდა დაელოდოს კოდექსის ამოქმედებას.

„ადამიანებს, რომლებიც ყიდულობენ ონლაინ და აზიარებენ ინფორმაციას, უნდა ისარგებლონ არჩევანით, მონაცემების უსაფრთხოებით და სამართლიანი ფასებით, რაც დინამიურ და კონკურენტულ ინდუსტრიას მოყვება,” – განაცხადა CMA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ანდრეა კოშელიმ.

 

Businesspartner