Bitcoin-ის ფასი $34 000-მდე დაეცა
პირველად, სამი თვის განამვლობაში, Bitcoin-ის ფასი $34 000-მდე დაეცა, მას შემდეგ, რაც ჩინეთმა კრიპტოვალუტებს ახალი საზღვრები დაუწესა.
როგორც BBC-ი წერს, პეკინმა ბანკებსა და საგადახდო კომპანიებს კრიპტოვალუტის ოპერაციებთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა აუკრძალა. ასევე ინვესტორები გააფრთხილა კრიპტო სპეკულაციური ვაჭრობის შესახებ.
გასული კვირის მანძილზე, Bitcoin-ის ფასის 10%-ის კლება Tesla-ს განცხადებას უკავშირდება, სადაც კომპანამ თქვა, რომ ვალუტას აღარ გამოიყენებს. ხოლო, სხვა ციფრულმა მონეტებმა, როგორიცაა Ethereum და Dogecoin, 22% და 23% დაკარგეს.
ამავდროულად, Tesla-ს აქციები 3% -ზე მეტით დაეცა Wall Street-ზე, რასაც ელექტრომანქანების მწარმოებლის Bitcoin-ზე ზემოქმედებას უკავშირებენ. თუმცა, ილონ მასკის საკუთრებაში არსებული ფირმა ჯერ კიდევ ფლობს $1.5 მლრდ-ის კრიპტოვალუტას.