მსოფლიო
15/03/2021

ბიონსე პირველი მუსიკოსი ქალია, რომელმაც 28 Grammy მოიგო

ბიონსემ გრემის დაჯილდოებაზე ახალი რეკორდი დაამყარა. ამჯერად, მომღერალი ისტორიაში შევიდა, როგორც ქალ მუსიკოსებს შორის ყველაზე ბევრი „გრემის“ მფლობელი არტისტი. შემსრულებელს საერთო ჯამში, ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიის 28 ჯილდო აქვს.

გარდა ამისა, ვიდეო Brown Skin Girl’ რომელსაც ბიონსე თავის ქალიშვილთან ერთად ასრულებს, წლის საუკეთესო მუსიკალურ ვიდეოდ დასახელდა. 9 წლის ასაკში, ბლუ აივი კარტერი თავისი პირველი გრემის მფლობელი გახდა.

ბიონსესთან ერთად, საღამოს განსაკუთრებული გამარჯვება მოიპოვა ტეილორ სვიფტმაც, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ქალი შემსრულებელი, ვინც „წლის ალბომის“ ნომინაციაში სამჯერ გაიმარჯვა. მანამდე მხოლოდ სამმა შემსრულებელმა, ფრენკ სინატრა, პოლ სიმონ და სტივი ვანდერმა მოიგო 3–ჯერ ეს ნომინაცია.

„გრემის“ 63-ე ცერემონია ლოს-ანჯელესში გაიმართა. პანდემიის ფონზე, ღონისძიება წინა წლებთან შედარებით მოკრძალებული იყო, თუმცა არაერთი ვარსკვლავი გამოჩნდა წითელ ხალიჩაზე.

 

Businesspartner