მსოფლიო
24/03/2021

ავტომობილების მწარმოებელი უდიდესი ჩინური კომპანია Tesla-სთან კონკურენციისთვის ემზადება

ავტომობილების მწარმოებელი უდიდესი ჩინური კომპანია Geely პრემიუმ ელექტრომობილების გამოშვებას გეგმავს, რომელიც კონკურენციას Tesla-ს გაუწევს.

ჩინური კომპანია Volvo-ს, London EV Company-ს და Lotus-ს ფლობს. მისი შტაბ-ბინა შვედეთში მდებარეობს, ავტომობილების აწარმოებს ჩინეთში.

Geely-მა განაცხადა, რომ იგი შეიმუშავებს და აწარმოებს მაღალი კლასის EV-ებს Zeekr ბრენდით და მოსალოდნელია, რომ მიწოდება 2021 წლის მესამე კვარტალში უკვე მოხდეს.

Zeekr-ის ერთ-ერთი მოდელი გასულ წელს ჩინეთში ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილების სიაში იყო. Tesla-ს გარდა კომპანია კონკურენციას გაუწევს ჩინურ ჯგუფებს Nio, Xpeng და Li Auto.

„პეკინს სურს ჩინეთში გაყიდული ავტომობილების მეხუთედზე მეტი 2025 წლისთვის ელექტრომობილი იყოს. Geely-ს აქვს ამბიცია გახდეს ჩინეთის პირველი გლობალური ავტომწარმოებელი,“ – წერს BBC-ი.

 

ფოტო: GETTY IMAGES

Businesspartner