მსოფლიო
21/01/2021

Audi ელექტრომობილებს ჩინეთის უძველეს მწარმოებელ FAW-სთან ერთად შექმნის

Audi ჩინეთის უძველეს საავტომობილო მწარმოებელ FAW-სთან ითანამშრომლებს და ძვირადღირებულ ელექტროძრავებს შექმნის.

FAW ჩინეთში სიდიდით მესამე ავტომობილების მწარმოებელია, მის სახელზეა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერებისათვის შექმნილი Hongqi და Red Flag ლიმუზინები.

BBC-ი წერს, რომ ერთობლივი საწარმოს ასაშენებლად, სადაც Audi ელექტრომოდელებს შექმნის 4.6 მილიარდი დოლარი დაიხარჯება და 2024 წელს ჩინგის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ჩუნგჩუნში გაიხსნება.

”ეს გაღრმავებული პარტნიორობა Audi-სა და FAW-ს შორის ელექტროფიკაციის ახალ ეპოქას ნიშნავს,“ - თქვა Audi China-ს პრეზიდენტმა.

ჩინეთი Audi-სთვის მსოფლიოში ყველაზე დიდი ბაზარია, რომელმაც 2020 წელს 700 000-ზე მეტი მანქანა გაყიდა. Audi და მისი მფლობელი Volkswagen-ის წილი საწარმოში 60% იქნება, FAW-ს 40%.

Businesspartner