აშშ-ში ინფლაცია 31 წლიან რეკორდზეა
აშშ-ში ინფლაციამ 1990 წლის შემდეგ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. ოქტომბერში სამომხმარებლო ფასები 0.9%- ით, წლიურად კი 6.2%-ით გაიზარდა.
როგორც TBC Capital-ის ეკონომისტი განახლებულ ანგარიშში აღნიშნავს, აშშ-ში განვითარებული მოვლენები ლარისთვის პოზიტიური არ იყო.
ამ მხრივ, გასული თვე გამონაკლისი არ იყო და წინა შვიდი თვიდან ხუთის შემთხვევაში ფასების ზრდის ფაქტობრივი მაჩვენებელი მოსალოდნელს მნიშვნელოვნად აღემატებოდა, რაც არსებული ინფლაციის გარდამავალ ბუნებასა და ბოლო რამდენიმე FOMC შეხვედრაზე გაცხადებულ ფედერალური სარეზერვო სისტემის სამომავლო რბილ პოლიტიკას ეჭვქვეშ აყენებს.
ამრიგად ბაზრის მონაწილეების უმეტესობა 2022 წლის ივნისის კომიტეტზე განაკვეთის ზრდას ვარაუდობს. აშშ-ის მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მოლოდინების გადმოწევასთან ერთად დოლარი ევროსთან მიმართებით ერთ დღეში 7%-ზე მეტით გამყარდა.–ნათქვამია,TBC Capital-ის ანგარიშში.