მსოფლიო
31/08/2023

აშშ-ში Burger King-ს მომხმარებლები უჩივიან

Burger King-ს მომხმარებლები აშშ-ის საოლქო სასამართლოში უჩივიან. ერთობლივ სარჩელში ნათქვამია, რომ კომპანიამ მოატყუა მშიერი მომხმარებლები და აჩვენა, რომ მისი სენდვიჩი - Whopper უფრო დიდია, ვიდრე სინამდვილეში. მათივე მტკიცებით, კომპანია ბურგერებს გაორმაგებული ინგრედიენტებით გამოსახავს, ფუნთუშები ფოტოებზე 35%-ით უფრო დიდია და ორჯერ მეტ ხორცს შეიცავს.

ამერიკელმა მოსამართლემ Burger King-ის წინადადება საჩივრის დახურვის შესახებ, უარყო. აშშ-ს ოლქის მოსამართლის როი ალტმანის თქმით, კომპანიამ უნდა მიიღოს პრეტენზია, რომ მაღაზიის მენიუს დაფებზე სენდვიჩ Whoppers-ის გამოსახულებას მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავს, რაც კონტრაქტის დარღვევას ნიშნავს.

Restaurant Brands International-ის შვილობილი Burger King-ი აცხადებს, რომ ისეთი ბურგერების მიწოდება, რომელიც "ზუსტად ჰგავს სურათს" აუცილებლობას არ წარმოადგენს. მოსამართლის თქმით, ნაფიცი მსაჯულები იტყვიან „რას ფიქრობენ გონიერი ადამიანები".

„მოსარჩელეთა პრეტენზიები მცდარია. ცეცხლზე შემწვარი ძროხის ღვეზელები, რომლებიც ასახულია ჩვენს რეკლამაში, არის იგივე ღვეზელები, რომლებიც გამოიყენება Whopper-ის მილიონობით სენდვიჩში და რომლებსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ვაწვდით“ - განაცხადა Burger King-მა მის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი სარჩელისგან თავს იცავენ McDonald's და Wendy's ბრუკლინში, ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში.

გასულ თვეში ბრუკლინის სასამართლოში უჩივლეს Yum Brands-ის კომპანია Taco Bell-საც. მომხმარებლები ამბობენ, რომ მის მიერ მიწოდებული Crunchwraps-ი და მექსიკური პიცები რეკლმირებულთან შედარებით, ნახევარი მოცულობისაა.

თითოეულ სარჩელში მინიმუმ 5 მილიონი დოლარის ანაზღაურებაა მოთხოვნილი.