მსოფლიო
02/06/2023

აშშ-ს კონგრესმა ვალის ზედა ზღვარი დროებით გააუქმა

აშშ-ის სენატმა ორპარტიული კანონმდებლობა მიიღო, რომელიც მთავრობისთვის დაწესებული 31,4 ტრილიონი დოლარის ვალის ზღვარს ხსნის. ეს ის ზღვარია, რომელსაც აშშ-ის ფედერალური ვალის დონემ უკვე მიაღწია და დღის წესრიგში იყო ვალის ზღვარის მოხსნის საკითხი.

კანონმდებლობას, რომლითაც აშშ თავიდან აიცილებს პირველ დეფოლტს, მხარს უჭერს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

სენატმა კანონპროექტი 63 ხმით, 36-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. მანამდე სენატორები სახაზინო დეპარტამენტმა გააფრთხილა, რომ 5 ივნისს ხაზინა ვერ გადაიხდის ყველა გადასახადს, თუ კონგრესი მანამდე არ იმოქმედებდა.

"შეიძლება ცოტა დავიღალეთ, მაგრამ ჩვენ ეს გავაკეთეთ. ასე რომ, ჩვენ ძალიან, ძალიან ბედნიერები ვართ. შეგვიძლია ვიგულისხმოთ, რომ ეს იყო გიგანტური ხმალი, რომელიც ეკიდა ამერიკის თავზე", - თქვა სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა.

სენატის რესპუბლიკელების ლიდერმა მიჩ მაკკონელმა კი ტვიტერზე დაწერა: "ამაღამ სენატმა მხარი დაუჭირა დეფოლტის თავიდან აცილებას და დაიწყო ვაშინგტონის დემოკრატების უგუნური ხარჯებისადმი დამოკიდებულების შეკავება. ოთხი თვის შემდეგ გველის მოლაპარაკებები, რომელიც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ფისკალური გონიერებისკენ დასაკანონებლად“.

აღნიშნული კანონმდებლობით, ფედერალური სესხების სავალდებულო ლიმიტი 2025 წლის 1 იანვრამდე მოიხსნება. ამერიკის შეერთებული შტატები სხვა განვითარებული ქვეყნებისგან განსხვავებით, სახელმწიფოს მიერ სესხის აღების ოდენობას ზღუდავს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
02

26/07/2021
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ტურიზმი

კანიონები და მღვიმეები ვიზიტორებს ჯერ კიდევ ვერ იღებენ
04

19/05/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
05

18/08/2020
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022