მსოფლიო
12/03/2021

აშშ პანდემიით დაზარალებულ ამერიკელებს $1.9 ტრილიონით დაეხმარება

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკელების ეკონომიკური დახმარებისთვის 1,9 ტრილიონიან პაკეტს ხელი მოაწერა. მიზანი COVID19-ით დაზარალებული მოსახლეობის დახმარებაა.

BBC-ის ინფორმაციით, კანონპროექტი მოიცავს უმუშევრობის, გადასახადების და სხვა საჭირო ხარჯების დაფარვას, რომელიც უამრავ ადამიანს სიღარიბიდან ამოიყვანს.

„დახმარების პაკეტი აღადგენს ამ ქვეყნის ხერხემალს,“ – განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა.

აღსანიშნავია, რომ ხარჯვის შესახებ კანონპროექტი, ერთ–ერთი უდიდესია აშშ–ს ისტორიაში. უცხოური მედია აღნიშნავს, რომ Covid-19 დაკავშირებული პროექტი ბაიდენის მთავარი საკანონმდებლო გამარჯვებაა. პარასკევს პრემიერ-მინისტრი და სხვა დემოკრატები ხელმოწერის ცერემონიას თეთრ სახლში გამართავენ.

"დახმარების პაკეტი ფართო პოპულარობით სარგებლობს ამერიკელებში. ერთ–ერთი კვლევითი ცენტრის მიერ მარტში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ აშშ-ს მოზრდილთა 70% მხარს უჭერს კანონპროექტს, მათ შორის რესპუბლიკელთა 41%", – წერს BBC-ი.

 

Businesspartner