მსოფლიო
11/05/2021

აშშ-მ 12-15 წლის ბავშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა

Pfizer–მა 12-დან 15 წლამდე ასაკის ადამიანებში, აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) ავტორიზაცია მიიღო.

როგორც CNN–ი წერს, ეს არის პირველი Covid-19 ვაქცინა შეერთებულ შტატებში, რომლის გამოყენებაც ნებადართულია თინეიჯერებსა და მოზარდებში. შედეგად, აშშ-ს მოსახლეობის კიდევ 5% აიცრება, თითქმის 17 მლნ ადამიანი.

”ვაქცინაზე რეაგირება შესანიშნავი იყო და სინამდვილეში, ის უფრო უკეთესიც კი იყო,  ვიდრე 16-25 ასაკობრივ ჯგუფში. შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის ვაქცინების გამოყენება პედიატრიაში,” - თქვა FDA–ს დირექტორმა, პიტერ მარკსმა.

Pfizer–მა გასულ კვირას განაცხადა, რომ იგი სექტემბერში 2-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში ვაქცინების გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციის წარდგენას ელოდება. ასევე გრძელდება ვაქცინების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესწავლა 6 თვიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში~.

ინფორმაციისთვის, Covid-19–ის ვაქცინები Moderna და Johnson & Johnson ნებადართულია მხოლოდ 18 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის.

 

Businesspartner