მსოფლიო
05/09/2023

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმება თურქეთის ძალისხმევას შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების აღდგენასთან დაკავშირებით

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმება თურქეთის ძალისხმევას შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების აღდგენასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. 

„მივესალმებით თურქეთისა და სხვა ქვეყნების ძალისხმევას, დაარწმუნონ რუსეთი, რომ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას დაუბრუნდეს. ჩვენ ვთანამშრომლობთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან (გაერო) და თურქეთთან, ორივე მათგანი მუშაობდა იმისთვის, რომ  შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა შესაძლებელი და ეფექტური ყოფილიყო“, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, გუშინ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოჭში შეხვდნენ. ვლადიმერ პუტინმა „მარცვლეულის შეთანხმებასთან“ დაკავშირებით განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ რუსული მხარე მოლაპარაკებებისთვის მზად არის.

 

 

 

Businesspartner